• კვი. აპრ 11th, 2021

მოჭადრაკე დიანა ლომაია საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა

ჭადრაკში საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა დიანა ლომაიას დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ლომაიამ 9 შესაძლებლობდან 7,5 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გასულ ალექსანდრა ვახანიას
ნახევარი ქულით გაასწრო.

.მე-3 პოზიციაზე 6,5 ქულით სოფიო გვეტაძე გავიდა.

სამივე მათგანმა საქართველოს ჭადრაკის  ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

პირველობაზე 6 ქულით მე-4 ადგილზე ელენე წოწონავა გავიდა და ჩემპიონატში ასპარეზობის პირველი კანდიდატი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.