• ოთხ. მაი 12th, 2021

რომან დოლიძე: “სამარცხვინოა, როცა ქართველი პოლიტიკოსები ამას აკეთებენ”

რამდენიმე თვის წინ თბილისის საკრებულოში ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი დაშავდა.

დეპუტატებს შორის ატეხილ ჩხუბს ქართველი MMA-ს მებრძოლი, რომან დოლიძე გამოეხმაურა.

“ვარჯიშების გამო ვერ ვადევნებ საქართველოში მომხდარ მოვლენებს, თუმცა, ვნახე როგორ ჩხუბობენ ქართველი დეპუტატები.”

“ვფიქრობ, ეს ყველაფერი სამარცხვინოა, რადგან, ამდენი საქმეა გასაკეთებელი და ესენი არაფერს აკეთებენ. არცერთის მხარდამჭერი არ ვარ და საერთოდაც არ მაინტერესებს პოლიტიკა. ჩემი სურვილია რომ ქართველი ხალხი კარგად ცხოვრობდეს.”

“საქართველოს უფრო ერთგული ადამიანები სჭირდება. ჩხუბიც არ იციან, ალბათ უნდა გავუშვათ ქართველი სპორტსმენი, რომელიც ერთ-ორს შემოულაწუნებს ყურის ძირში, იქნებ გონს მოვიდნენ და ჩხუბი თუ უნდათ მაინც და მაინც, არ არის პრობლემა, ორგანიზებას გავუკეთებ, დავეხმარები.” – აცხადებს რომან დოლიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.