UFC-ის მთავარ ღონისძიებაზე დაღესტანელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ამერიკელი ჯასტი გეიჯი დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაისაკუთრა.
ეს გამარჯვება ხაბიბისთვის 29-ე იყო კარიერაში, 0 მარცხის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ნურმაგომედოვმა გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებაც გამოაცხადა.
ხაბიბის ტრიუმფს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოსა საფეხბურთო ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.
გთავაზობთ მის მიერ განთავსებულ ფოტოს: