ცნობილი სამღვდელო პირი, თამაზ ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პირველ ჩოგანთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებულ ძალიან უცნაურ ჩანაწერს აქვეყნებს.

“ჩემი წიგნის ფრაგულად თარგმნის და პარიზში გამოცემის პროექტის დაფინანსება პირველად მივმართე მადამ დელონს(ეკა სირაძე), საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, მომწერა ფრანგულად თარგმნა წიგნისა ლიტერატურლ მწერლურ ცოდნას მოითხოვს და არ შემიძლიაო!)))) მოკლედ, ზრდილობიანად მითხრა უარი(არ მწყენია)))) მეორედ ახლახანს ინგა გრიგოლიას ვთხოვე”.

“მესამე ჩვენი პრეზიდენტია, “კარინაია პარიჟანკა” მადამ სალომე”.

“მიეოთხე Nikole Kidman-ს უნდა ვთხოვო დაფინანსება)))) თუ ყველამ უარი თქვა დამრჩება Nikoloz Basilasvili თუ დამაფინანსა ჯვარსაც ავყრი იმასთან, იმის წყევლასაც მოვხსნი და ჯადოსაც, ჯვარი მე დავწერე და ჯვარიც მე უნდა ავყარო იმასთან უხილავში და მერე ნახეთ თქვენ ნიკა როგორ დაიწყებს ფრენას))))”.

“ერთხელ 3000 ლარი შემომწირა და ერთ თვეში ორი დიდი ტურნირი მოიგი: გერმანიის ღია და ჩინეთის ღია”.

“ვითომ ვხუმრობ, მარა ვასერიოზულებ”, –  წერს არქ.ანთიმოზ ივერიელი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ