“ტახი მზადაა, რომ შეგჭამოს!” – ლევან საგინაშვილმა რუს დენის ციპლენკოვს უპასუხა (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 12, 2020

2020 წლის ბოლოს, ქართველი მკალვჭიდელი ლევან საგინაშვილი ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. “ქართველი ჰალკი” სუპერღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც “ვენდეტა” ჰქვია. ლევანი მარჯვენა ხელით ამერიკელ დევიდ ჩეფს, ხოლო მარცხენათი – რუს დენის ციპლენკოვს დაუპირისპირდება.

დენის ციპლენკოვმა 2018 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში საგინაშვილს “ტახი” უწოდა. მან 2020 წელსაც იგივე გაიმეორა და დაამატა, რომ ტახს ფიზიკურად დიდ, კეთილ და ძლიერ ადამიანებს ეძახის.

ARMBETS.TV-მ ლევან საგინაშვილის მიმართვა გაავრცელა. “ქართველი ჰალკი” ციპლენკოვს პასუხობს.

“ახლა ტახი გესაუბრება. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტახმა ადამიანი შეჭამა. ტახს ნამდვილად მოსწონს ხორცი. ბოლოს ვიტალი ლალეტინი შევჭამე, რომელიც სუსტი იყო და ცოტა ხორცი ჰქონდა. ახლა ვაპირებ, ორი გემრიელი სადილი მივირთვა. თითქოს დიეტაზე ვარ, თითქმის ერთი წელია არავინ შემიჭამია. დეკემბერში გნახავ. ტახი გელოდება, რომ შეგჭამოს”, – ამბობს საგინაშვილი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ