ლეგენდარული მებრძოლი კონორ მაკგრეგორი საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე დააკავეს. ფრანგი სამართალდამცავები მიზეზად სექსუალური ძალადობის მცდელობას ასახელებენ. ირლანდიელი ადგილობრივმა ჟანდარმერიამ უკვე დაკითხა.

32 წლის მაკგრეგორი საცოლესთან, დიი დევლინთან ერთად იახტით ხმელთაშუა ზღვაში სეირნობდა, როცა უეცრად წყობიდან გამოვიდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება.

მისი წარმომადგენლები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ იგი უკვე თავისუფალია. თავად კონორმა მომხდარის შესახებ ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც მედიასაშუალებებში სულ მალე გავრცელდება.

მაკგრეგორისთვის სკანდალები უცხო ხილი არ გახლავთ. მაგალითად, გასულ წელს გავრცელდა ვიდეო, სადაც იგი დუბლინის ერთერთ ბარში ასაკოვან კაცს თავს ესხმის. შეგახსენებთ, რომ UFC-ის ლეგენდამ ივნისში აქტიური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ