UFC-ს ქართველ მებრძოლს, გიგა ჭიკაძეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, გუშინ განმეორებით ჩატარებულ ტესტზე პასუხი მიიღო.

როგორც თავად სპორტსმენი გვამცნობს, განმეორებითმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭიკაძემ კორონავირუსი დაამარცხა და საშუალება ექნება ახალი ბრძოლებისთვის მოემზადოს.

Brighter day☀️ ახალი ტესტის პასუხი 🦠🪓

Posted by GIGA CHIKADZE on Saturday, September 5, 2020

შეგახსენებთ, რომ გასული თვის ბოლოს გიგას მორიგი ბრძოლა ალექს კასერესის წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა დაპირისპირება ჩვენებურის დაინფიცირების გამო გაუქმდა.

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ გიგა ჭიკაძეს UFC-ში სამი ბრძოლა აქვს გამართული და სამივე შემთხვევაში ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა.

გავრცელებული იფორმაციით ქართველი მებრძოლის მორიგი მეტოქე ომარ მორალესი იქნება და მათი დაპირისპირება მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, რომელსაც აბუ დაბიში “მებრძოლთა კუნძული” უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ