მოგეხსენებათ, 2 კვირის წინ UFC-ის ქართველ მებრძოლს გიგა ჭიკაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც აგვისტოს ბოლოს მისი ბრძოლა ოფიციალურად გაუქმდა.

როგორც ჭიკაძე აცხადებს, ახლა ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა გემოს და ყნოსვის დაკარგვა მაინც აღენიშნება.

“ჯერმარტო ვვარჯიშობ, გუნდთან ერთად ვერ ვიმოქმედებ. სიმპტომები არ მაქვს გემოს და სუნის დაკარგვას თუ არ ჩავთვლი”.

“ეხლა აღარ მიშლის, თუმცა იმ დროს როდესაც დამიდასტურდა, სისუსტეც მახლდა და თვალების წვა, თუმცა ზოგადად მაინც ძალიან კარგად გამოვიყურებოდი ვარჯიშის დროს”. – აცხადებს გიგა.

ამჟამად ქართველი განმეორებითი ტესტირების პასუხს ელოდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ