ADJARASPORT.COM-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ქართველ მებრძოლს გიგა ჭიკაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და იგი მომდევნო ბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გიგა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და თვიითიზოლაციაში იმყოფება. მას ბრძოლა 30 აგვისტოს ალექს კასერსთან უნდა ჩაეტარებინა.

“თავს კარგად ვგრძნობ. დღეს დავბრუნდი ლას-ვეგასიდან კალიფორნიაში და ვიმყოფები იზოლაციაში. გული  ძალია მწყდება, რომ ის ბრძოლა, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი და ვემზადებოდი, არ შედგება. თუმცა მჯერა, რომ ღმერთს სხვა, უკეთესი გეგმები აქვს ჩემთვის”, – განუცხადა გამოცემას გიგამ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ