რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა ჯონ დოდსონთან გამარჯვებით?

თარიღი: აგვისტო 16, 2020

მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ში მე-7 ორთაბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლი გამოცდილ ამერიკელს, ჯონ დოდსონს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

დვალიშვილი სამივე რაუნდში დომინირებდა და მსაჯებმა გამარჯვება სწორედ მას არგუნეს. ეს მერაბისათვის UFC-ში მოპოვებული ზედიზედ მე-5 გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მებრძოლმა მთავარ ღონისძიებაზე პირველად იჩხუბა და ამ დონის მეტოქესაც პირველად დაუპირისპირდა.

დოდსონთან გამარჯვებით, დვალიშვილმა 105 000 დოლარი გამოიმუშავა. აქედან 50 000 დოლარი მას გარანტირებული ჰქონდა, 50 000 მოგებით გამოიმუშავა, 5000 კი სასპონსორო ბონუსით მიიღო.

მერაბმა დოდსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამიერიდან მას მშენებლობაზე მუშაობა აღარ ესაჭიროება:

“მე მშენებლობაზე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა მშენებლობაზე მუშაობა აღარაა საჭირო, რადგან UFC-ის სრულყოფილი მებრძოლი გახლავართ და დაკავებული ვარ. მე ბრძოლა მინდა. მადლობა ღმერთს და მადლობა UFC-ის, ისინი ახლა კარგ თანხას მიხდიან და ძველ სამსახურს ვტოვებ. ამ გამარჯვებამ მომცა შანსი, რომ ნიუ იორკში სახლი ვიყიდო, ეს ოცნების ასრულებაა.”

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ