აგვისტოს ბელარუსის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. არჩევნების დასრულებისთანავე მინსკსა და რამდენიმე ქალაქში არეულობები დაიწყო.

აღნიშნულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ქართველი UFC-ის მებრძოლი რომან დოლიძე გამოეხმაურა.

“მოგესალმებით, მეგობრებო!

მინდა გამოვეხმაურო ბელარუსში განვითარებულ ბოლო მოვლენებს.

მოგეხსენებათ, ჩემი მოსამზადებელი პერიოდი ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარე, ძალიან თბილი ხალხის გარემოცვაში. მთელი ამ დროის მანძილზე ჩემ გვერდით იყო ალეკსეი კუდინი, რომელმაც ძმასავით მიმიღო და ყველაფერში მეხმარებოდა. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ალეკსეის და მისი ოჯახის!

ამ წუთას ბელარუსში ძალიან დაძაბული ვითარებაა და ალეკსეი დროებით იზოლატორშია მოთავსებული. მართალია არ ვიცი მისი დაკავების მიზეზი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ სიტუაციაში იგი ღირსეულად მოიქცეოდა და უპირობოდ ვუჭერ მას მხარს. იმედი მაქვს, სამართალდამცავები სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ.

თავისუფლება ალეკსეი კუდინს!” – წერს რომან დოლიძე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ