ლაშა ტალახაძემ მორიგი საინტერესო განცხადება გააკეთა.

“ალბათ ბევრმა ცუდად გაიგო ჩემი ნათქვამი. მე ვსაუბრობდი უფრო მეტად ქართველ ბიზნესმენებზე.”

“წასასვლელი რომ ყოფილიყო, ალბათ 2016 წელს, რიოს ოლიმპიადის შემდეგ წავიდოდი და არა ახლა, როდესაც უკვე ბევრი რამ შეიცვალა.”

“მადლობა მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომელიც აფასებს ქართველ სპორტსმენებს და გვერდში უდგას მათ.”

“ჩემი ნათქვამი არ იყო ის, რომ სადმე მივდივარ. სადაც ჩემი გუნდია, მე იქ ვრჩები და არსად წასვლას არ ვაპირებ.”

განაცხადა Croco-სთან მიცემულ ინტერვიუში ლაშა ტალახაძემ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ