• სამ. აპრ 13th, 2021

მოჭიდავე იური ლომაძე დაკავებულია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია, სამართალდამცავებმა გატაცებისა და წამების ბრალდებით დააკავეს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, იური ლომაძემ, მისმა ძმამ ლაშამ, რომელიც ასევე სპორტსმენი, კერძოდ კი ფეხბურთელია და კიდევ სამმა პირმა, ბათუმიდან მოქალაქე ავტომობილში იძულებით ჩასვეს, შემდეგ ოზურგეთის მიმართულებით წაიყვანეს და იქ  სასტიკად გაუსწორდნენ. მიზეზი სავარაუდოდ შურისძიება გახდა.

იური ლომაძე საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია. მისი ახლობლები ამ ამბავს დაუჯერებელს უწოდებენ. დანაშაული 2-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.