ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილი, 1 წლის ალექსი პატურაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა.
ალექსის რამდენიმე თვის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა. პატარას სიცოცხლის გადასარჩენად მთელი ქართული მედია გაერთიანდა.
რამდენიმე თვიანი ბრძოლა, თურქეთში გაგრძელდა, თუმცა ვითარება დამძიმდა და ალექსი თურქეთის საავადმყოფოდან საქართველოში, იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ რეანომობილით გადმოიყვანეს.
“Marca.ge” ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს კოლეგა ბექა პატურაშვილს და მის ოჯახს.