მხარდამჭერ გოგონათა ჯგუფის ცეცხლოვანი, სექსუალური ცეკვები პლაჟის ფრენბურთის განუყოფელი ნაწილია. მათ გარეშე არცერთი დონის ტურნირი არ ტარდება. ის ერთი მთლიანი სანახაობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილია, ისევე როგორც ტურნირს დიჯეი.

ეს გოგონები ესპანელები არიან, კანარის კუნძულებიდან. ფოტოები კი შვეიცარიის ქალაქ გშტაადში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზეა გადაღებული ჩემს მიერ.

“სეატის გუნდი” ასე ქვია გოგონათა ამ ჯგუფს, რომელმცა FIVB-ის (მსოფლიოს ფრენბურთის საერთაშორისო ფედრაცია) მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო და ყველა რანგის ტურნირზე ფრენბურთელებთან ერთად მოგზაურობენ კონტინენტიდან კონტინენტზე, ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში.

ეს გოგონები პლაჟის ფრენბურთელებსა და მათ ქომაგებს ოლიმპიურ თამაშებზეც ამხნევებენ.

 

entertainment in the Center Court

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ