რუსმა მკლავჭიდელმა, ვიტალი ლალეტინმა ARMBETS TV-სთან ინტერვიუში TOP 8-ის ფინალში ლევან საგინაშვილთან დაპირისპირება შეაფასა.

ლალეტინი აღიარებს, რომ “ქართველი ჰალკი” მასზე ძლიერია, მაგრამ ცოტათი…

“ვფიქრობ, იმ კონკრეტულ მომენტში ლევანი ცოტათი უფრო ძლიერი იყო, რაც პირველ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა. პირველ შეხვედრაში ლევანმა მაჯა დამიზიანა და ამ მდგომაროებაში დავრჩი. დღეს, როცა გავიღვიძე და ჩემი ხელი არ მოძრაობდა და ვერც მაჯა მუშაობდა, მივხვდი, რომ შესაძლოა, მან პირველ დაპირისპირებაში ტრავმა მომაყენა. ამიტომაც, ჩემთვის მეორე და მომდევნო შეხვედრესი ბრძოლა რთულ იყო. თუმცა, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ლევანი ჩემზე ძლიერია, ბევრად არა, მაგრამ უფრო ძლიერია”, – განაცხადა ლალეტინმა.

რუსმა სპორტსმენმა საგინაშვილს მიმართა და მას მადლობა გადაუხადა: “ლევან, მადლობა, რომ გაიმარჯვე და მომდევნო წლისათვის მოტივაცია მომეცი. შენ ძლიერი ენერგია მომეცი.”

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ