12 და 15 წლის გოგონები ბანკის ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს
ავსტრალიაში, ქალაქ ადელაიდის ერთ-ერთ გარეუბანში ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

12 და 15 წლის გოგონებმა ბანკის შუშის კარი ჩაამსხვირეს, რის შემდეგაც ერთი მათგანი ბანკში შეიჭრა, ხოლო მეორე შენობის გარეთ, დასაკვირვებლად დარჩა.

პოლიციამ ორივე მოზარდი დააპატიმრა. ინფორმაციას miragenews-ი ავრცელებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ