ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან თბი­ლის­ში, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში 6 წლის ბავ­შვი ძლი­ე­რი დამ­წვრო­ბით მო­ა­თა­ვეს.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა გუგა ქა­ში­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ბავ­შვს დამ­წვრო­ბა ადუ­ღე­ბუ­ლი წყლით აქვს მი­ღე­ბუ­ლი და ის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, „ბავ­შვის სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ, თუმ­ცა, დი­აგ­ნო­ზი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია“.

“ბავ­შვი ამ წუ­თას მო­თავ­სე­ბუ­ლია დამ­წვრო­ბის რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადუ­ღე­ბუ­ლი წყლით არის დამ­წვა­რი, მას დამ­წვა­რი აქვს ქვე­მო კი­დუ­რე­ბის უკა­ნა ზე­და­პი­რე­ბი, გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის რე­ა­ნო­მო­ბი­ლით“, – გა­ნა­ცხა­და ქა­ში­ბა­ძემ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ