BBC-ის ინფორმაციით მსოფლიოში უხუცესი კაცი გარდაიცვალა. ბობ უეიტონი 112 წლის იყო. https://www.bbc.com/news/uk-england-hampshire-52840535
უეიტონი ჰემირის საგრაფოს ქალაქ ალტონში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.
უეიტონი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა. წარსულში ის ინჟინრად და მასწავლებლად მუშაობდა. მას 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი დარჩა.