უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ვალერი დავიდენკო საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სხვა დეპუტატმა, ილია კივამ გაავრცელა.
„დეპუტატ დავიდენკოს ჩაცხრილული სხეული ახლახანს იპოვეს საკუთარ ოფისში“, – განაცხადა ილია კივამ.
უკრაინული გამოცემების ცნობით, დეპუტატი თავში გასროლით მოკლეს. ასევე მოკლულის გვამთან იპოვეს იარაღი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ამ დროისთვის მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.