• ოთხ. მაი 12th, 2021

პატარა ჩოხატაურის დიდი ტრაგედია ერთ დღეს მოკლული ორი საჯიშე ბიჭი

გუშინ ჩოხატაური ორმა ტრაგედიამ შეძრა. ჯერ 26 წლის ავთო კალანდაძის საზარელი მკვლელობის ამბავი ექოსავით მოედო რაიონს, სადაც გაიზარდა. ძნელი გასააზრებელია ავთოს არყოფნა ყველასთვის, ვინც მას იცნობა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ურთიერთობა მასთან, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მისი ნამღერისთვის, ვისაც მისი “გაშლილი ხელი” და ლამაზად შესრულებული ქართული ცეკვა უნახავს და უცებ, მეორე ისეთივე შემზარავი მკვლელობის ამბავი _ 29 წლის ილია ჯიბლაძეს საკუთარმა მამამ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ბიჭი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ავთო კალანდაძის მკვლელობაში ბრალდებული თითონ ჩაბარდა ბაღდათის პოლიციას; ილია ჯიბლაძის მკვლელს კი ამ დრომდე ეძებს პოლიცია.

შსს-ს ცნობით, ორივე საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მოკლული ბიჭების ფოტოებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქსელის მომხმარებელი, ნინო სიხარულიძე ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.