მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოქალაქეების პასუხისმგებლობა იზრდება.
„ჩვენი ვალდებულებაა ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს  დავუბრუნოთ.
სამწუხაროდ, დღეს ვერავინ ამბობს, როგორი იქნება პოსტკოვიდური მსოფლიო, ეს პასუხისმგებლობას ზრდის.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს, თუმცა პარლამენტი მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე გარკვეული შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას აძლევს

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ