იტალიელი ველომრბოლელი ჯოვანი იანელი გარდაიცვალა. ის 22 წლის იყო.

გამოცემის ცნობით, სპორტსმენი იტალიაში მიმდინარე რბოლაში მონაწილეობდა. ფინიშამდე 100 მეტრი იყო დარჩენილი, როცა იანელიმ მართვის კონტროლი დაკარგა და თავით ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმება მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

იანელი სამოყვარულო ჯგუფის Hato Green Tea Beer-ის წევრი და იტალიის ველოსპორტის ფედერაციის ტოსკანის კომიტეტის ვიცეპრეზიდენტის შვილი იყო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ