კორეულმა კლუბმა „სეულმა“ ეროვნული ჩემპიონატის მატჩის დროს, საშინაო სტადიონის ტრიბუნებზე სექს-თოჯინები განათავსა.

კორეის ჩემპიონატში მაყურებლებს თამაშებზე არ უშვებენ, რის გამოც, „სეულმა“ სექსმაღაზიებს მიმართა. საბოლოოდ, ტრიბუნებზე 30 მანეკენი განათავსეს.

მატჩის შემდეგ, „სეულმა“ ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს. კლუბში განაცხადეს, რომ ვერ დაიჯერეს, რით იყო დაკავებული მათი ახალი სპონსორი და მიიჩნიეს, რომ თოჯინები ჩვეულებრივი მანეკენები იყვნენ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ