ლეგენდარული ფეხბურთელი, ტომას ფელიპე „ტრინკე“ კარლოვიჩი, რომელსაც ბევრი არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ორი დღის წინ, მას მშობლიური ქალაქში მძარცველები დაესხნენ თავს. მათ ასაკოვან ფეხბურთელს თავში ჩაარტყეს, რათა მისთვის ველოსიპედი წაერთმიათ, რის გამოც, „ტრინკეს“ ინსულტი დაემართა. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს და ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

კარლოვიჩის ტრაგედიას არგენტინაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. „ტრინკეს“ გარდაცვალებას დიეგო მარადონაც გამოეხმაურა და „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა: „შენ შენი თავმდაბლობით ჩვენთან ერთად ცეკვავდი. ვერ ვიჯერებ, რომ ეს მოხდა. ცოტა ხნის წინ შეგხვდი, მაგრამ შენ უკვე ჩვენთან აღარ ხარ. შენს ოჯახს ვუსამძიმრებ და იმედი მაქვს სამართლიანობა იზეიმებს. მშვიდად განისვენე ოსტატო“.

„ტრინკე“ არგენტინაში განსაკუთრებული ფიგურა იყო. მას თვით მარადონაც აფასებდა და კარლოვიჩს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს უწოდებდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ