6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ქართველი მორაგბე, რუსთავის “ხარების” წევრი ნიკა კევლიშვილი ემსხვერპლა.

“ინფო რუსთავის” ცნობით, ავარიის შემდეგ მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა. ნიკას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“დღეს საოცრად პოზიტიური ადამიანი და საუკეთესო მორაგბე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შენ მუდამ ჩვენ გულში იქნები ნიკა”, – ასე გამოეხმაურა სამწუხარო ამბავს რუსთავის “ხარების” ოფიციალური გვერდი Facebook-ში.

marca.ge-ის ადმინისტრაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ