პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი, 58 წლის ქალი, სპორტსმენ გიორგი ღვინჯილიას დედაა.

მას ისეთი თანმხლები დაავადებები ჰქონდა, როგორიცაა ქრონიკული ასთმა, სეფსისი, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, გარდაცვლილი 3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ქალის შესახებდღეს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ღვინჯილია ის ძალოსანია, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოვიდა და რამდენიმე ადამიანიც დააინფიცირა, მათ შორის მისი დედაც.

Marca.ge მწუხარებას გამოთქვამს მომხდარისადმი და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ