“შალკეს“ ყოფილი მცველი ჰაინიკ კამბა, რომელსაც ოთხი წელი დაღუპულად მიიჩნევდნენ, ცოცხალი აღმოჩნდა.

როგორც გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს, 2016 წელს ფეხბურთელი დაღუპულად გამოაცხადეს კონგოში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. ოთხი წლის შემდეგ, კამბა ოჯახთან ერთად გერმანიაში, კერძოდ რურის ოლქში აღმოაჩინეს.

ფეხბურთელი ეჭვმიტანილია საკუთარი სიკვდილის ინსცენირებაში დაზღვევის მიღების მიზნით. გერმანიის პროკურატურა კამბას ცოლის მიმართ გამოძიებას აწარმოებს. როგორც ვარაუდობენ, მან 2016 წელს სადაზღვევო კომპანიას ქმრის სიკვდილზე ყალბი დოკუმენტები წარუდგინა.

33 წლი კამბა „შალკეს“ აღზრდილია და თამაშობდა ამ გუნდის ახალგაზრდულ შემადგენლობაში, რის შემდეგაც გერმანიის ჩემპიონატის დაბალი დივიზიონების კლუბებში ცდიდა ძალებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ