• ორშ. აპრ 12th, 2021

ბელარუსს კორონა არ აშინებს: შერეული ორთაბრძოლებისას გოგონები რინგზე პირბადეებით ავიდნენ

ბელარუსი არ ჩერდება – კორონავირუსის მსოფლიო პანდემიას ბელარუსის მთავრობა არად აგდებს და სპორტულ ცხოვრებას არ წყვეტს.

მინსკში მიიწვიეს აზერბაიჯანის შერეული ორთაბრძოლების ნაკრები, რომელიც ადგილობრივებს დაუპირისპირდა. ბრძოლები მინსკის Prime Hall-ში გაიმართა.

ცხადია, სპორტსმენები პირბადეებით ვერ გამოვიდოდნენ, თუმცა გოგონებმა, რომლებიც რაუნდებს შორის ადიან რინგზე სახე ნახევრად დაიფარეს. მაყურებლებიც პირბადეებით ეწვივნენ კრივის დარბაზს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.