დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2020 წლის ოლიმიმპიური თამაშები გადადებულია და ის მომავალ წელს გაიმართება.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ გააკეთა Popsport-თან საუბრის დროს.

“რა თქმა უნდა ცუდია, რომ ოლიმპიადა გადაიდო. ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი, რომ ზაფხულში უნდა მეასპარეზა.”

“სპორტსმენისთვის ტურნირის ჩაშლა რთულად მისაღები ამბავია. თუმცა, მთავარი მაინც ჩვენი ჯანმრთელობაა. აგვისტოში ბევრს გაუჭირდებოდა გამოსვლა.” – აცხადებს ტალახაძე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ