მერაბ დვალიშვილის ძმამ მიხეილ დვალიშვილმა ისაუბრა.

მინდა მივულოცო ჩემს ძმას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიცი რომ ის კიდევ ბევრჯერ უფრო დიდი მაშტაბებით ასახელებს საქართველოს. მიუხედავად იმისა რომ მას არ ყავდა სპონსორი მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალერულად სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა და მიდის იმ წარმატებისკენ რასაც ყველა ვხედავთ. მიუხედავად ბევრი სირთულის და იმედგაცრუებისა არ დაკარგა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული. ამიტომ ასე ამაყად აფრიალებს ქართულ დროშას და გამოდის არენაზე ქართული მუსიკის თანხლებით… მთავარი წარმატებები მერაბს წინ ელოდება რადგან ურთულესი გზა უკვე გაიარა და ეხლა ნაყოფის მომკის დრო ახლოვდება…მჯერა ის შეძლებს UFC ჩემპიონის ქამრის მოგებას და საქართველოში ჩამოტანას…!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ