თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა მოჭადრაკემ წარმატება მოიპოვა. 7 წლის ლუკა გოგავამ 9-დან 8,5 ქულა მოაგროვა და   ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდა.

ტურნირში მონაწილეობას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 234 მოჭადრაკე იღებდა. ჩემპიონატი 9 ტურად გაიმართა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის.

ლუკა გოგავა სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებულია, იგი არის არის იმერეთის და საქართველოს ჩემპიონი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ