როგორ შეიქმნა Georgian judo fans. ეს ყველაფერი შექმნა გოგა აბრამოვმა, რომელიც ეხმარება დამწყებ ძიუდოისტებს. ეს ამბავი კი ასე დაიწყო:

მე გოგა აბრამოვი გახლავართ დაბადებული 1990 წელს 25 აპრილს. მყავს 2 ვაჟი მოჭიდავეები პატარა ძიუდოისტები ერთი ჩვეულებრივი დღე იყო ვარჯიშზე მივიყვანე და რომ მორჩა გამოსვლისას კართან გამაჩერა და ასეთი რამ მითხრა.

– მამი ჩემნაირი კიმანოები ამ ბავშვებს რატო არ აცვიათო?

გამისკდა ეს რომ გავიგონე! მეგონა ყველაფერი დამთავრდა ისე დამამძიმა რომ გენახათ იმ დროს ის ბავშვები თქვენც გეწყინებოდათ! გავიყვანე გვერდით ჩამოვსხედით და გავესაუბრე ვაჟს ავუხსენი, რომ ცხოვრება ხანდახან რთულია და ის ყველაზე მაგრად ურტყავდა ვიდრე სხვას,რომ რთულია და ხანდახან აუტანელიც! ავუხსენი მამაშვილურად რო ზოგს აქვს საშუალება და ზოგს არა რომ შეიძინოს საჭიდაო კიმანო და ამ ლაპარაკში დაიბადა იდია რომ დავხმარებოდი პატარა გაჭირვებულ ძიუდოისტებს ჩემი გვერდის საშუალებით დავიწყეთ თანხების აგროვება და დავიწყეთ ბათუმიდან სადაც 10 კიმანო გადავეცით ვახო ზოიძის ბავშვებს შემდეგ უფლის წყალობით აგროვდა კიდე ერთი ქალაქისთვის თანხა და ქობულეთს გადავეცი 13კიმანო ძაან გახარებულები და ბედნიერები დარჩნენ რამინ ჯოხაძის ბავშვები, შემდეგ ისევ უფალმა არ მიგვატოვა და კეთილი ხალხის დახმარებით სვანეთს ვესტუმრეთ კერძოდ ლენტეხს სადაც 22 კიმანო ჩავიტანე. ძალიან სიცივე და ცუდი გარემო დამხვდა პირობაც ნული საპირფარეშოც არ აქვთ დუშზე საუბარი ზედმეტია, ეხლა ვგეგმავ 4 ქალაქსაც მაგრამ რთულია თანხის აგროვება დამხმარეც კაციშვილი არაა რო ერთად გავაკეთოდ კარგი და მადლიანი საქმე

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ