აპრილი 16, 2024

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი საქართველოს მთავრობის “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნებული ინფორმაციისა და ფოტოს გამო

მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს.

“ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს… მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორე ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მარა რა უნდა შესთავაზონ რო გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული. კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ. და თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ამისთანას მაინც რას ვერჩი, იმ გულისამრევი ფოტოს (იმდენად, რომ არც ვაზიარებ) ქვეშ Natia Letodianiს მიერ დასმულ შეკითხვას გავიმეორებ:
კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჯებო?!. 🙂
#ფუ” წერს ზუკა ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. პრემიერმა ლუხუმ ჩხვიმიანს, ლაშა ტალახაძეს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა, რომელსაც ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილიც ესწრებოდა.~

სტატია მომზადებულია  ipress.ge მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *