შოთა მიშველიძემ იტალიაში 3 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო!
რომში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება, შოთა მიშველიძემ 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ატაცში. ძალოსანმა სამივე მისვლა – 123/128/131 წარმატებით გამოიყენა.
მიშველიძემ აკვრაში თავი 145/151/155 კილოგრამს გაართვა და აქაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ძალოსანმა იგივე შედეგი დააფიქსირა ორჭიდის ჯამში დაგროვებული 286 კილოგრამითაც.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ