ლოზანაში მიმდინარე ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დღეს გათამაშდა მედლების ბოლო კომპლექტი ფიგურულ ციგურაობაში. ამჯერად ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოდნენ ე.წ. შერეული ინტერნაციონალური გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა მოცეკვავე და სპორტული წყვილების, გოგონათა და ვაჟთა ერთეულთა თანრიგის ფიგურისტებისგან.
სწორედ ამ დისციპლინაში გაიმარჯვა გუნდმა (Team Courage), რომლის შემაგენლობაშიც შედიოდა ალინა ბუტაევა-ლუკა ბერულავას ქართული წყვილი. საქართველოს ფიგურისტებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედლები მიიღეს ესტონეთის, რუსეთის და იაპონიის სპორტსმენებმა. ესტონეთი ვაჟთა ერთეულებში იყო წარმოდგენილი, რუსეთი – გოგონათა ერთეულებში, იაპონია – ცეკვებში, საქართველო კი – წყვილებში.
ამ დისციპლინაში სულ 8 გუნდი გამოდიოდა. გამაჯვებულმა გუნდმა კონკურენტებს საკმაო უპირატესობით გაუსწრო.
აღსანიშნავია, რომ ბერულავა-ბუტაევას წყვილმა საქართველოს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი წარმატება მესამე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვებით მოუტანა.

სტატია მომზადებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ