არსებობს ოთხი საბაზისო სამაგიდო თამაში: ჭადრაკი, შაში, ბრიჯი და გო. მათ შორის ყველაზე ძველ და რთულ სამაგიდო თამაშად ითვლება წარმოშობით ჩინური თამაში გო, ეს მისი იაპონური სახელწოდებაა, ხოლო ჩინურად, მას ვეიცს ეძახიან, კორეულად ბადუკს. ლეგენდის მიხედვით ვეიცი შექმნა ნახევრადლეგენდარულმა მეფე- იაომ,( დაახ. ძვ.წ. 24-ე საუკუნე ). დანამდვილებით კი მის წარმოშობაზე არაფერი არ ვიცით ცნობილია, რომ ისეთი ფილოსოფიური მიმდინარეობა როგორიც არის დაოიზმი გოს თამაში პრინციპებზეა. სირთულითა და თამაშის ორიგინალობით მას მრავალი შემოქმედი თუ გენიოსი გაუკვირვებია და აკვირვებს დღესაც.

თამაში ადამიანების შესაცნობად

გო კომბინაციათა უსაზღვრო ჯაჭვია იგი ადამიანში ბევრ საინტერესო თვისებას ანვითარებს და ამიტომაც მას დიდი გატაცებით თამაშობენ. იაპონელები ამბობენ – კონკრეტული ადამიანი რომ შეიცნო, მასთან გოს რამდენიმე პარტია უნდა ითამაშოო…

თამაშის წესები

თამაში იწყება ცარიელ დაფაზე, მოწინამღდეგეების რიგის დაცვით გამოტოვებით , სადაც ჯერ ქვა არ დევს, ქვები იდება გადაკვეთის წერტილებზე.  თამაშის მიზანი არის მოწინააღმდეგეზე მეტი ტერიტორიის დაკავება და კომბინირება. იქმნება მრავალი საინტერესო სიტუაციები, რომელთა დაძლევა მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციასა და ჩართულობას. მოთამაშეს აქვს სვლის გამოტოვების უფლებაც ანუ (პასის) ამას ძირითად ამბობენ მაშინ, როცა თამაში გადაწყვეტილია და ქულების დათვლის პროცესი იწყება.

თამაში საქართველოში

საქართველოში არსებობს გოს ეროვნული ფედერაცია სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ეს თამაში ნაკლებ ცნობადია და დაფინანსებაც  სახელმწიფოსგან თითქმის ნულს უტოლდება, როცა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს სპორტულ მიმდინარეობებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ჩვენი ყველას ვალია არ ჩამოვრჩეთ და წინ წავწიოთ ეს ურთულესი და ყველაზე ფუნდამენტალური სამაგიდო თამაში. ქვეყანაში მისი დანერგვითა და განვითარებით ახალგაზრდობაზე კარგ ზეგავლენებს მოვახდენთ.  მაგალითად იაპონიაში პირველ კლასელთავის სავალდებულო სასწავლია და სკოლაში სპეციალურ საგანსაც კი  გადიან მის შესახებ.

აქვე შეგახსენებთ საქართველოში გოს მისამრთს რომელიც ერთადერთია და მდებარეობს თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე  ღია უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის მესვეურვებისგან დიდი პატივია, რომ დაუთმეს მცირედი სივრცე გოსათვის დაინტერესებულ პირებს. სწავლა სრულიად უფასოა და მისი სხვებისათვის გასაცნობად და შესაწავლად  გოს ფედერაციის წარმომადგენლები თავს არ ზოგავენ, ყველა მსურველს უკლებლივ შეუძლია მივიდეს და გაიცნოს თამაშის შესახებ. ტარდება მინი ტურნირებიც  ყოველ გაზაფხულზე და ასევე მასში შეუძლია ყველას მიიღოს მონაწილეობა. და ბოლოს ამ თამაშში გაცოცხლებულია ცნობილი გამოთქმა გენიალობა სიმარტივეშია ისევე როგორც ადამიანთა ცხოვრებაში….

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ