• ოქტომბერი 26, 2021 12:40 pm

სალომე ფაჟავამ 24 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

ქართველმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ 24 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა – ამის შესახებ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

 

“ძვირფასო მეგობრებო, დღეს მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ დავასრულე პროფესიონალური სპორტული კარიერა. ელიტარულ სპორტში ჩემი მიზანი შევასრულე, ახლა კი დროა, რომ დავტოვო ძველი გზა, ხოლო გადავინაცვლო და განვვითარდე სხვადასხვა მიმართულებით.

 

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვისა და სიყვარულისთის,” – წერს 24 წლის ტანმოვარჯიშე.

აღსანიშნავია, რომ სალომე ფაჟავა არის პირველი და ერთადერთი ქართველი მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე, რომელმაც მოახერხა კონტინენტურ პირველობაზე მედლის მოპოვება. მან ბრინჯაოს მედალი 2015 წელს, ბაქოს ევროპულ თამაშებზე მიოიგო.

გარდა ამისა, სალომემ მოახერხა ორ ოლიმპიადაზე – რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადებზე ასპარეზობა. 2016 წელს მან ბრაზილიაში მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო იაპონიაში ფაჟავა მე-17 ადგილს დასჯერდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.