• ოქტომბერი 26, 2021 2:20 pm

“ფეხბურთელიც დედაც მეორე განყოფილებიდან მომაკვდავია” – შემზარავი ტრაგედიის შესახებ დამატებით ინფორმაცია ვრცელდება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.

 

რო­გორც ირ­კვე­ვა, სპორ­ტსმენს ვირუს­მა ფილ­ტვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უ­ზი­ა­ნა, რის გა­მოც ექი­მებ­მა ფეხ­ბურ­თე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

 

ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი იყო და ბო­ლოს „ვიტ ჯორ­ჯია 2“-ში თა­მა­შობ­და.

 

შემზარავ ტრაგედიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა ფე­ის­ბუქჯ­გუფ “Beauty Lab”-ის შემ­ქმნე­ლი ქეთა ბა­ღაშ­ვი­ლი.

როგორც იგი წერს, ფეხბურთელიც დედაც კოვიდინფიცირებულია და ისიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

 

“დე­და­ჩე­მი ექი­მია, რეს­პუბ­ლი­კურ­ში, ყო­ველ დღე 20 კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლეს და­რა­ჯობს.

 

ბოლო ერთი თვეა ყო­ველ სა­ღა­მოს, ფეხ­ზე ძლივს მდგო­მი ყვე­ბა ჩემი ძმის­ხე­ლა, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ბი­ჭის

 

შე­სა­ხებ, რომ­ლის ან­კე­ტის კი­თხვი­თაც იწყე­ბა დე­და­ჩე­მის დილა სა­ა­ვად­მყო­ფოს კედ­ლებ­ში, რო­მე­ლიც სპორ­ტუ­ლი

 

სი­ჯი­უ­ტით ებ­რძვის სიკ­ვდილს,

 

მაგ­რამ,

 

რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში სხვა პა­ცი­ენ­ტებს ად­გილს, მა­ინც არ უთ­მობს, არ აძ­ლევს სა­ში­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბა სუნ­თქვის უფ­ლე­ბას.

 

მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან მო­მაკ­ვდა­ვი დედა, რო­მელ­საც თა­ვი­სი წილი ჰა­ე­რიც არ აქვს ფილ­ტვებ­ში.

 

რე­კავს და შვი­ლის ამ­ბავს კი­თხუ­ლობს, ალ­ბათ ბოლო ამო­სუნ­თქვას გა­და­უ­ლო­ცავ­და ნე­ბის­მი­ერ წამს, რომ შე­ეძ­ლოს.

 

მე­ძა­ხის წე­ღან დედა და ცრემ­ლე­ბი ას­კდე­ბა თვა­ლებ­ში.

 

ვერ გა­მოს­ტა­ცეს ეს ბიჭი სიკ­ვდილს, ვერ უწი­ლა­და დე­დამ დარ­ჩე­ნი­ლი ჰა­ე­რი, დი­ლით დე­და­ჩე­მი მის ან­კე­ტას აღარ გა­ეც­ნო­ბა.

 

წა­ვი­და კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი გა­და­იქ­ცა ციფ­რად.

 

აი­ცე­რით!” – წერს ბაღაშვილი.

557 thoughts on ““ფეხბურთელიც დედაც მეორე განყოფილებიდან მომაკვდავია” – შემზარავი ტრაგედიის შესახებ დამატებით ინფორმაცია ვრცელდება”