• სექტემბერი 19, 2021 12:42 pm

ლეგიონერების ლიმიტი რუსეთში?! – რა ბედი ელით ქართველებს

რუსეთის პრემიერლიგაში ლეგიონერების რაოდენობა მრავალი წელია აქტიური საგანია. ბევრის აზრით, წესები უნდა შემსუბუქდეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ პირიქით, უნდა გამკაცრდეს.

 

რა თქმა უნდა, ამ თემის განხილვას გვერდი არ აუარა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც შემდეგი განცხადება გააკეთა: “არანაირი გაუქმება! ლიმიტი საჭიროა და უნდა არსებობდეს!”. რუსული მედიაში ეს განცხადება მრავალნაირად აღიქვეს. ბევრის აზრით, პრეზიდენტი მსგავს ნიუანსებში არ უნდა ერეოდეს, ზოგის თქმით კი ეს ბუნებრივია, რადგან პუტინი რუსული ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნავს.

 

თავისი ასზრი ასევე დააფიქსირა რუსეთი საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საბჭოური ფეხბურთის ბოსი და ფიფას ვიცე-პრეზიდენტი იყო.

 

“პუტინს ხომ არ უთქვამს, როგორი ლიმიტი უნდა დაწესდეს?! მან ეს საკითხი პროფესიონალებს მიანდო, ხოლო თვითონ უბრალოდ, პრინციპული პოზიცია დააფიქსირა. აბა ვინმე გამოვიდეს და თქვას, რომ პრეზიდენტი ტყუის” – განაცხადა კოლოსკოვმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.