• სექტემბერი 19, 2021 5:27 pm

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა US Open-ზე მოპოვებული გამარჯვებებით

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

ბასილაშვილი 1/32 ფინალში კრესის დაუპირისპირდა და მარტივად, 3 სეტში დაამარცხა.

პირველი რაუნდის დაძლევის შემდეგ ნიკოლოზმა 115,000 დოლარი მიიღო, ახლა კი მორიგი ეტაპის გავლისთვის 65,000 დოლარით დაჯილდოვდა.

ცნობისთვის, წლევანდელი ამერიკის ღია პირველობაზე სარეკორდო საპრიზო ფონდია. ჯამური თანხა 57,5 მილიონია, რომელიც სხვადასხვა მოთამაშეზე გადანაწილდება, გამარჯვებული კი, არც მეტი და არც ნაკლები, 2 500 000$-ს მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.