• ოქტომბერი 26, 2021 9:55 pm

კახეთში 3 ადამიანი ჩაცხრილეს – სავარაუდოდ, ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა

სოფელ წინანდლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ავტომანქანაში სამი ადამიანი ჩაცხრილეს, ერთ-ერთი მათგანი კი ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური აღმოჩნდა.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გარდაცვლილია სამი ადამიანი. ისინი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა ჭონიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, კლინიკაში შეყვანისას სამივე უკვე გარდაცვლილი იყო.

 

„თვითდინებით შემოიყვანეს. სასწრაფო არ ყოფილა. არ მომხდარა მათი იდენტიფიცირება, რადგან არანაირი დოკუმენტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს“, – თქვა მან.

 

კლინიკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. რა გახდა კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

12 thoughts on “კახეთში 3 ადამიანი ჩაცხრილეს – სავარაუდოდ, ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა”
  1. Great blog you have here but I was curious if you knew of any user discussion forums that cover the same topics talked about in this article?
    I’d really love to be a part of community where I can get responses from other knowledgeable individuals that share the same interest.
    If you have any recommendations, please let me know.

    Kudos!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: is asmr კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.