20 წლის ქართველმა სპორტსმენმა ლუკა შონიამ კიკბოქსინგის ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის – WAKO-ს ეგიდით თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა -67 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 4 შეხვედრა მოიგო: ანგოლელი, რუსი და უკრაინელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ ლუკა შონიამ ფინალში ყაზახ ნურსულთან ხასანოვს სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ