• კვი. აგვ 1st, 2021

“ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს” – გოტფრიდის ემოციური ამბავი თბილისში

მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა (87კგ) ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

 

14 აპრილს, ანასტასიას მეუღლემ, დენის გოტფრიდმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც თბილისშია გადაღებული.

 

“ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. როცა ტაქსის მძღოლმა (სახელად მაია) გაიგო, რომ ჩემმა მეუღლემ ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოსთვის ოქრო ჩამოიტანა, იმდენად გაუხარდა, რომ მთელი მგზავრობის პერიოდში გულიანად მღეროდა, ცრემლებამდე მიგვიყვანა”, – წერს დენის გოტფრიდი.

 

შეგახსნებთ, რომ ანასტასია გოტფრიდი წარმოშობით უკრაინელია. ის საქართველოს სახელით ერთხელ მსოფლიოს, ორჯერ კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.