• სექტემბერი 19, 2021 2:26 pm

ნორვეგიელი მთამსვლელი კორონავირუსით ევერესტზე დაინფიცირდა

ნორვეგიელი მთამსვლელი ერნელდ ნესი მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალის ევერესტზე ლაშქრობისას კორონავირუსით დაინფიცირდა.

ნესის ჯანმრთელობის პრობლემა მწვერვალზე ასვლის მომენტში შეექმნა. ნორვეგიელი ალპინისტი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ერლენდ ნესის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

სკანდინავიელმა მთამსვლელმა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე” დაწერა, რომ უფრო მეტად უნდა დაეცვა კოვიდუსაფრთხოების წესები.

ერლენდ ნესი: ,,ჩემი ვარაუდით ვირუსით კხუნბუს ხეობაში ერთ-ერთ ჩაის სახლში დავინფიცირდი.
უფრო მეტად შემეძლო კოვიდწესების დაცვა.
უფრო ხშირად დამებანა ხელი და მეტარებინა პირბადე.
მთაში ლაშქრობის დროს ბევრი ადამიანი პირბადეს არ იყენებს.”

ნეპალმა კორონავირუსის პანდემიის შეზღუდვები შეამსუბუქა, რადგან წელს უფრო მეტი ტურისტი მიეღო, თუმცა ამ ამბის შემდეგ შესაძლოა ტურისტების ნაკადმაც იკლოს და შეზღუდვების გამკაცრება ნეპალის მთავრობას ისევ მოუწიოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.