• სექტემბერი 16, 2021 8:58 pm

ბასილაშვილის თავს ახალი სკანდალია – ქართველ ჩოგბურთელს კიდევ ერთი პიროვნება უჩივის

საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა.

 

sports.ru-ს ინფორმაციით, ჩვენებურს ყოფილი ინვესტორი უჩივის, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

 

როგორც ყოფილი ინვესტორი ირწმუნება, მან დიდი წვლილი შეიტანა ბასილაშვილის კარიერულ წარმატებაში, სანაცვლოდ კი ტურნირებიდან საპრიზო თანხის გარკვეული ნაწილი უნდა მიეღო, რაც ქართველმა სპორტსმენმა არ გააკეთა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა საქართველოს სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

როგორც იცით, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილიც უჩივის, რომელიც ძალადობას ედავება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.