• ოთხ. აპრ 14th, 2021

რვა თვის ორსულმა ამანატ იდრისმა ტაეკვონდოში ოქროს მედალი მოიპოვა

ტაეკვონდოს ნიგერიის ჩემპიონატზე უცნაური ფაქტი მოხდა.

ტურნირზე ოქროს მედალი რვა თვის ორსულმა ამანატ იდრისმა მოიპოვა.

26 წლის იდრისს ჩემპიონატში გამოსვლის წინ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მისცეს.

ჩემპიონი თავს კარგად გრძნობს. იგი მშობიარობამდე დარჩენილი დროის მშვიდად გატარებას და დასვენებას აპირებს.

ამანატ იდრისმა ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა: ,,თავს კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე და ოქრო მედალი ავიღე.
ცხოვრებაში რისკიანი ადამიანი ვარ და ამ ტურნირზე მონაწილეობაც ამიტომ მივიღე. ახლა დავისვენებ და მშობიარობისთვის მოვემზადები.
ჩემი შვილი ალბათ იამაყებს ჩემით.”-აცხადებს ჩემპიონი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.