საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ მოსკოვში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის 12 რჩეული სპორტსმენი შეარჩია.
კონტინენტის პირველობაზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის 4-4 გზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც გამოვა.
ტურნირზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება.
ესეც ჩვენი გუბდის შემადგენლობა:
55 კგ. – გიორგი დოკვაძე
61 კგ. – შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი
67 კგ. – გოგა ჩხეიძე,
73 კგ. – კახი ასანიძე
89 კგ. – რევაზ დავითაძე
96 კგ. – ანტონ პლესნოი
102 კგ. – ირაკლი ჩხეიძე
+109 კგ. ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე
გოგონები:
81 კგ – ნათია გადელია
87 კგ. – ანასტასია ჰოტფრიდი
მთავარი მწვრთნელი – გიორგი ასანიძე, მწვრთნელები – გია ცირეკიძე და ავთო გახოკიძე
ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი – თემურ ჯანჯღავა
ნაკრების ექიმი – გიორგი ჭინჭარაული
მასაჟისტი – რუსლან ღიბრაძე
ევროპის ჩემპიონატი 4-11 აპრილს, გაიმართება.
ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,, პირველი არხი” და „ტელესკოლა“ შემოგთავაზებს.