• სექტემბერი 19, 2021 5:09 pm

ლეგენდარული ძიუდოისტი გარდაიცვალა

ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონი, ტოშიჰიკო კოგა 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Japan Times ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კოგა ტოკიოსთან ახლოს მდებარე ქალაქ კავასაკიში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ლეგენდარულ ძიუდოისტს გასულ წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაციაც ჩაუტარდა. ოლიმპიადის მესვეურები გეგმავდნენ, რომ მას თამაშების დაწყებამდე ოლიმპიური ცეცხლის ანთებაში მონაწილეობა უნდა მიეღო.

ტოშიჰიკო კოგა ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული და ატლანტას ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი იყო. მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში სამჯერ მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.