• კვი. აპრ 11th, 2021

შაქარაშვილი: მელიას ღიმილიანი ფოტო ვნახე საკნიდან და ცემით მოკლული პატიმრები გამახსენდა, ამას თურმე ფეისბუქი ენატრება… ამის მართლა…

“მელიას ფოტო ვნახე, აწეული ცერა თითებით და სახეზე ღიმილით გადაჰყურებდა ნაცაქტივისტებს საკნიდან… ნეტა არ მენახა… ამ დროს ჩამესმა ნაწამები და მოკლული პატიმრების ოჯახის წევრების განწირული ხმები…
ამ დროს გამახსენდა სასოწარკვეთის და უსუსურობის ცრემლები დედების, მეუღლეების, შვილების, რომლებიც ვერაფერით ეხმარებოდნენ საყვარელ ადამიანებს ციხის გალავნების გარედან… თვალწინ დამიდგა ის არნახული წამების მეთოდები…გამახსენდა უამრავი ადამიანის მონათხრობი იმ გამაყრუებელ სიჩუმეზე გლდანის ციხის დერეფნებში რომ ისადგურებდა, რადგან ჩურჩულის გამოც კი ცემაში კლავდნენ… ჩამესმა ის შემზარავი ხმაც, რომელიც ამ სიჩუმეს არღვევდა, როცა ვაჟკაც ბიჭებს შეურაცხყოფისას და წამებისას აღმოხდებოდათ ხოლმე…
უცებ ვიგრძენი ემოცია ადამიანების, რომლებიც საკუთარ ოჯახის წევრებს ხშირად დღეების განმავლობაში ეძებდნენ სხვადასხვა ციხეებში, საავადმყოფოებში, მორგებში, ისიც კი არ იცოდნენ ცოცხალი იყო თუ არა მათი პატიმარი…
კიდევ ერთხელ დავაფასე ყველა გაუტეხელი კაცი, ვინც ეს ჯოჯოხეთი ღირსეულად გაიარა… კიდევ ერთხელ გავხდი ყველა მოკლული და ნაწამები პატიმრის ოჯახის ტკივილის მოზიარე…
ის მეუღლეები, მშობლები, მეგობრები გამახსენდა, ვინც სიცოცხლეს დადებდა ოღონდ იქიდან დაეხსნათ საკუთარი პატიმრები… გაყიდული, წართმეული ქონებები… დანგრეული და განადგურებული ოჯახები… შეურაცხყოფილი და ღირსება შელახული კაცები… წართმეული ჯანმრთელობა… დაკარგული წლები… ჩაკლული ნიჭები… და რომ აღარ მთავრდება იმდენი რამ გამახსენა… სიმწრის ცრემლი მომერია და ამას თურმე ფეისბუქი ენატრებაა… ამის მართლა……” – წერს ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.